გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა.
ცვლილების პაკეტი პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისგან თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და სახიფათო ზეთების გადამუშავებასა და მართვას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების დამტკიცებამდე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოსაზრებების გაცვლა ჩვენი მუშაობის სტანდარტული ფორმატია. სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ტოქსიკური ნივთიერებების - ტრანსფორმატორების ზეთების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, კომპანიების „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი