მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ ახსენეთ გლობალური კონკურენციის ახალი წესრიგი, აქამდე რამ შეგვიშალა ხელი?" - დეპუტატი გახარიას

5ece500ee7e8a
ინგა მურუსიძე
27.05.20 15:45
923
"თქვენ ახსენეთ გლობალური კონკურენციის ახალი წესრიგი, სადაც ჩვენ ეკონომიკის გადააზრების საჭიროება დაგვიდგებაო, აქამდე რამ შეგვიშალა ხელი?!", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულს ხდომაზე.

„ბატონო გიორგი (გახარია), თქვენ ახსენეთ გლობალური კონკურენციის ახალი წესრიგი, სადაც ჩვენ ეკონომიკის გადააზრების საჭიროება დაგვიდგებაო, აქამდე რამ შეგვიშალა ხელი?! ვერავინ მეტყვის მე და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდით.

ტურიზმს რომ ჩამოვეკიდეთ,  რომელიმე ბუნებრივი ძეგლია ჩვენი შექმნილი - მთა, ტყე, თუ რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ჩვენი თანამედროვეობის შექმნილი?! რას ნიშნავს ამაზე ჩამოკიდება?! წარმოებისუნარიანობა უნდა ჩაგვიკლან?! რა გვიშლიდა ხელს, რომ პანდემიამდე გაგვეკეთებინა ეს?“, - მიმართა ნაცვლიშვილმა გახარიას.