მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ გგონიათ, ისრაელში მართლა თავისით იცრებოდა ხალხი? სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები"

608a95709030d
ინგა მურუსიძე
29.04.21 15:47
1651
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. თუმცა ამავე თემაზე  საუბრისას ცერცვაძემ მაგალითად მოიყვანა ისრაელი, სადაც მისი განმარტებით, არაპირდაპირი იძულებითი ვაქცინაცია ხდება.

„უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია? იცით ჩვენი სიყვარული და ლტოლვა თავისუფლებისადმი, მით უმეტეს ამ პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში, როცა თოთოეული ვალდებულება აღიქმება თავისუფლების შეზღუდვად. ამიტომ სავალდებულო ვერ იქნება ვაქცინაცია ჩვენთან, მაგრამ მკაცრი დარწმუნების და მკაცრი რეკომენდაციების ზომები უნდა იქნას მიღებული.

თქვენ რა გგონიათ, ისრაელში ხალხი მართლა თავისი შეგნებით მიდიოდა და იცრებოდა?! სახელმწიფო არეგულირებდა ამას. სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები, მაგალითად, ავადმყოფი ვერ ჩაეწრებოდა ექიმთან, ვისაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. ანუ ექიმისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იყო, თუმცა ექიმთან პაციენტი არ მივიდოდა, თუკი აცრას არ გაიკეთებდა. თან არ არის სავალდეულო, თან ფაქტიურად სავალდებულოა. ავიაკომპანიები არ ყიდიდდნენ ბილეთებს, თუკი მოქალაქეს არ ექნებოდა კოვიდ-პასპორტი. სასტუმროები, რესტორნები არ იღებენ მოქალაქეებს ვაქცინაციის გარეშე. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.