მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ ხართ ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი" - სერგი კაპანაძე ნათია თურნავას

5f648e9689939
ინგა მურუსიძე
18.09.20 14:33
844
თქვენ ხართ ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრი, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

როგორც კაპანაძემ თქვა, სწორედ ამავე მთავრობის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ვლინდება, რომ ეს მთავრობა ჩაფლავდა.

„თქვენ და თქვენს პრემიერს გიყვართ რიცხვებზე საუბარი და სიმაყით რაღაცების წარდგენა, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად იციან, რადგან თავიანთ თავზე გრძნობენ ამ რეალობას, თუმცა იმ რიცხვებშიც კი, ვერ გაექცევით რეალობას, რადგან თქვენსავე სტატისტიკაში წერია ყველაფერი. ბოლო წლებში 45 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგეთ, ეს 45 ათასი სამუშაო ადგილი არის ამდენივე ადამიანი, რომელმაც სამუშაო დაკარგა. მარტო შარშანდელიდან წლევანდელ წლამდე კიდევ 30 ათასი დაუმატეთ ამას. თქვენივე სტატისტიკით 80 ათასი ბავშვი შიმშილობს განსხვავებით თქვენი ლიდერისგან“, - მიმართა კაპანაძემ ნათია თურნავას.

მან ეკონომიკის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა იმ განცხადების გამო, როცა თურნავამ თქვა, რომ ლარი ჯანსაღია.

„ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ის, რომ ჩვენ ომის დროს გავრბოდით. მაგ სიმართლით იარეთ. რა არის იმის აზრი, რომ იტყუებით ლარი არ უფასურდებაო? 400 მლნ ჩაასხით, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, მაგრამ ვალუტა მაინც გაგექცათ. ახლა იმედი გაქვთ, რომ ჩაფლავებული კრიზის მენეჯმენტი გადააგოროთ არჩევნებამდე. რეალურად, თქვენ მოკალით ეკონომიკა“, - მიმართა თურნავას სერგი კაპანაძემ.