03.ოქტომბერი .2019 16:10

"ტრამპთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია" - პუტინი

views 276
უკან

რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც Bloomberg იუწყება, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის არასოდეს ყოფილა ახლოს აშშ-ის ლიდერთან.



"ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს კარგი, საქმიანი ურთიერთობა და ნდობის შედარებით სტაბილური დონე”, - განაცხადა პუტინმა რუსეთის ენერგეტიკული კვირეული ფარგლებში,  პლენარული სესიის დროს. ”ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ახლოს და არც ახლა ვართ", - დასძინა მან.



აშშ-ში ორი ლიდერის ურთიერთობა მას შემდეგ განიხილება, რაც დემოკრატებმა განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრების გასაჯაროვება სურთ. ამასთან დაკავშირებით კრემლმა საკუთარი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა. მოსკოვს მიაჩნია, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე მათი გამოქვეყნება დაუშვებელია.


აღსანიშნავია, რომ  2016 წელს, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით,  კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა  კი, საქმის გამოძიება დაიწყეს. როგორც რამდენიმე ხნიანი მოკლვევის შემდეგ ცნობილი გახდა, შტატების არჩევნებში რუსული კვალი არ იკვეთება და საქმე დაიხურა.