მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ აფხაზეთში რუსეთიდან ელ.ენერგიის შემოტანა დასჭირდებათ, თვითონ მოაგვარებენ ამ თემას"

5df8e72e14544
დავით ჯალაღონია
18.12.19 10:15
1743
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში, ენერგიის იმპორტი რუსეთიდან თუ დასჭირდებათ, "ისინი თვითონ მოაგვარებენ რუსეთთან ამ თემას".

"შარშან რა შესყიდვაც განხორციელდა, ეს თვითონ განახორციელეს მათი სახსრებით. ჩვენ არანაირ შესყიდვაში მონაწილეობა არ მიგვიღია. თუკი წელსაც დასჭირდებათ აფხაზეთში რუსეთიდან შემოტანა, ისინი თვითონ მოაგვარებენ რუსეთთან ამ თემას", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებასთან დაკავშირებით მოსახლეობა ადგილობრივმა კომპანიამ უკვე გააფრთხილა.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ბოლო, ფაქტიური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში, აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარემამ 197.4 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით, 5 მლნ კვტ.სთ-ით აღემატება.