მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდება, მთავრობამ ალტერნატიული გეგმა იანვარშივე უნდა წარმოადგინოს"

5dea6a223c78b
თათია ჩაფიჩაძე
06.12.19 18:40
847
“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში მთავრობამ ალტერნატიული გეგმა იანვარშივე უნდა წარმოადგინოს.

„ვერ გეტყვით, რა იქნება 31 დეკემბერს მაგრამ ერთი რამ ვიცი, თუკი შეწყდება კონსორციუმის ფუნქციონირება, მაშინ იანვარშივე მთავრობამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, ასევე ელჩების შემადგენლობას და ზოგადად პორტების მესვეურებს, თუ როგორ აპირებს ანაკლიის პროექტის განხორციელებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ შეწყვეტა ადვილია, მაგრამ განვითარება და შემდგომში მოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ველოდებით რა იქნება მათი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.