„საუბარი იმაზე, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან როგორც საავადმყოფოებში, ისე covid-სასტუმროებში - არის ტყუილი“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არასწორი ინფორმაციების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებიან, რადგან ამ ეტაპზე მსგავსი შფოთვების საფუძველი არ არის.
„საუბარი იმაზე, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან covid-სასტუმროებში ან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე მასიურად არ არის პასუხი - არასწორია. შფოთვის საფუძველი არ არის და ეს ყველაფერი არის ტყუილი, რაც ალბათ იმას ემსახურება, რომ პანიკა დათესონ. თვითიზოლაციაში 21 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო თითოეულ მათგანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. შესაძლოა, კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევა, გთხოვთ ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები პაციენტებთან მუდმივად კონტაქტზე არიან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ უწყებათშორისი საბჭოს წევრები მუდმივად სიმართლეს საუბრობენ და ყველა მათ უნდა დაეყრდნოს.
„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით; სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ტრიბუნიდან ყვებიან. რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე, გვენდეთ, არ მოვერიდებით და აუცილებლად გეტყვით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა