მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ აქამდე ვინმეს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ჰქონდა, ახლა სავარაუდოდ აღარ ექნება " - PMCG

6231c328668ea
მარიამ ადამია
17.03.22 00:40
1668

PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლექსო ალექსიშვილმა, BMG-სთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუკი აქამდე ვინმეს ჰქონდა სურვილი, რომ ინვესტიციები განეხორციელებინა საქართველოში, ახლა სავარაუდოდ აღარ ექნება, მანამ სანამ რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი არ დასრულდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ქვეყანა საქართველოსთვის მთავარი პარტნიორია - შეიძლება არა ნომერ პირველი, ან მეორე, მაგრამ მაინც პარტნიორია და მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია გავლენას მოახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზეც,“ - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს ყველა კომპონენტით ექნება ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის იმ სანქციებიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა დააწესა.

„კონფლიქტის შედეგად, ძირითადად სამი ხასიათის პრობლემატიკა გამოიკვეთება. პირველი ეს არის ე.წ. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება. არხები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მარაგნაწილებისთვისა და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, ახლა შეფერხდება, განსაკუთრებით უკრაინიდან. მეორე პრობლემად, რუსეთსა და უკრაინაში დევალვაციის ფონზე ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად ბაზრის შემცირება სახელდება და მესამე გამოწვევა უკავშირდება უშუალოდ ეკონომიკურ ინდიკატორებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, ფულად გადმორიცხვებს, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე,“ - განაცხადა PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლექსო ალექსიშვილმა.