საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ფონდ „კურაციოს“ წარმომადგენელი, ლელა სულაბერიძე, უერთდება ForbesHEALTH-ის და BMG-ს საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის შესახებ.
როგორც ის ამბობს, კორონავირუსი ინფექციური, ვირუსული ხასიათის, სწრაფად გავრცელებადი დაავადებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის დიდი საფრთხეა.
„ვირუსი საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ფერისა და ის განსაკუთრებით რთული მიმდინარეობით შეიძლება ხასიათდებოდეს ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობაში. მნიშვნელოვანია, დავიცვათ საკუთარი თავი, და სხვა ადამიანები ინფიცირებისგან, ხოლო ამისთვის ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები. ასევე აუცილებელია ვაქცინაცია, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში გვაქვს ვირუსის ახალი შტამი, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები. ვაქცინაციის ეფექტიანობა გამოიხატება იმით, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა კონტაქტის შემთხვევაში ვაქცინირებული ადამიანი 75-95%-მდე დაცულია ინფიცირებისგან, ხოლო დავირუსების შემთხვევაში გართულება 100%-ით არ განუვითარდება.
თუ არ ავიცრებით, სამწუხარო რეალობა შეიძლება იყოს ის, რომ დავდგეთ კოვიდის ტალღების მუდმივად არსებობის პირობებში, შესაძლოა გადავტვირთოთ სამედიცინო პერსონალი, არ მივცეთ საშუალება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ადამიანებმა შესაძლოა ვერ იმუშაონ და დადგნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა.
აუცილებელია მოქალაქეობრივი ვალი შევასრულოთ, გავიკეთოთ ვაქცინაცია და დავიცვათ როგორც ჩვენი თავი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფები“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.
„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან, თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან“, - ამბობს გიორგი ისაკაძე.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა