მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება“ - პაატა იმნაძე

5f16b8a19a3fa
თელარა გელანტია
21.07.20 13:41
1108
"ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მთავარია, ყველა მოქალაქემ დაიცვას წესები, ის უმარტვივესი წესები, რაც დარჩა. პრაქტიკულად, ძალიან ცოტა გაუხსნელი ბიზნესი დარჩა ქვეყანაში. აგერ ქორწილებიც უკვე დაშვებულია, მაგრამ ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, კორონა არ გაჩერდება“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ატარონ ნიღაბი და დაიცვან სოციალური დისტანცია.