მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ" - ლევან ქოქიაშვილი

609cf80907296
ინგა მურუსიძე
13.05.21 21:00
740
"თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ", - ამის შესახებ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტია შანსი, რომ რეგულაციები მოიხსნას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სეზონზე გაიხსნას საზღვრები, მოიხსნას რეგულაციები და ამის დასაბამი არის აცრები. სხვანაირად არავინ არ გაგვხსნის. რეგულაციები უნდა მოიხსნას, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ თუ არ ვიმუშავებთ.

ვაქცინაცია პირველ რიგში სექტორს მოუტანს იმას, რომ სისტემურად დაიწყება ობიექტების გახსნა, ჩვენი მოლოდინია, რომ ვაქცინაციის შემდეგ რეგულაციები მოიხსნება. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას. ეს ჩვენს სფეროს გადაარჩენს", - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ვაქცინაცია დღეს დაიწყო.