2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა, მთავარი პრიორიტეტი კვლავ ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფაა. ასევე ინფრასტრუქტურის დაფინანსება და განათლება. ბიუჯეტის პარამეტრებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” სტრატეგია, რომ პრიორიტეტი, ძირითადად, სოციალური მიმართულებები იყოს, ქვეყნის ეკონომიკას “ვალებში დაახრობს”.
„რა თქმა უნდა, სოციალური საკითხების მოგვარება ცუდი არაა, თუმცა ეს სწორი სტრატეგია არაა. ეს ხელისუფლება არასოდეს მოსულა სტრატეგიით ან პოლიტიკით, რომელიც ქვეყნის ინტერესს იზიარებს. მათ აქვთ პოლიტიკა, რომელიც ერთადერთ ინტერესს ემსახურება - რამაც შეიძლება ისინი მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, თუ ყურძენს, ვაშლს და ციტრუსს დაასუბსიდირებ, ყველა ფერმერი ხმას მოგცემს, თუმცა ეს მიდგომა ქვეყანას ასუსტებს. ამას აკეთებს ეს ხელისუფლება. სოციალური პროგრამების გამო, მთავრობა უცხოეთიდან ისესხებს ფულს და ისევ სოციალურ პროგრამებში ხარჯავს. რა თქმა უნდა, ხალხი ბედნიერი იქნება. თუ ხალხს მედიკამენტებს დასუბსიდირებ, ან ფულს ყოველთვიურად მისცემ, რა თქმა უნდა, ისინი კმაყოფილები იქნებიან. მაგრამ ქვეყანა ვალებში დაიხრჩობა," - ამბობს ფადი ასლი.
ის ამ სტრატეგიას ადარებს სიტუაციას, როცა მშობელი ბავშვს მუდმივად ტკბილეულს აწვდის იმისთვის, რომ მან არ იტიროს, თუმცა ხანგრძლივ პერიოდში შედეგად - ცუდ ჯანმრთელობას იღებს.
"სოციალური პროგრამების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სურათს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. წარმოიდგინეთ, რომ შვილი გყავთ და ამ ბავშვს სულ კანფეტები უნდა მისცეთ იმისთვის, რომ არ იტიროს. რა თქმა უნდა, ის არ იტირებს და ეყვარებით იმიტომ, რომ თქვენგან ნაყინი და ტკბილეული აქვს, მაგრამ როგორი ჯანმრთელობა ექნება 10 წელიწადში? ის იქნება დიაბეტით დაავადებული, მუდმივად ავად და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებს ეს მთავრობა,” - განაცხადა BMG-სთან ფადი ასლიმ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება