2022 წლის 30 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ნენსკრაჰესი, ნამახვანი და ხუდონი, არა კერძო ინვესტორის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და ამ მხრივ ცვლილებები დააანონსა.
დღესვე გაკეთდა განცხადება ნენსკრაჰესთან დაკავშირებითაც. ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის პირობებთან მიმართებით ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად იგულისხმება პირობების გადახედვაში ნენსკრას პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობის გაზრდა, თუმცა ღარიბაშვილის განცხადება ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს.
როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკაზე თავისი უკუეფექტი ექნება. თუმცა მისი თქმით, დღეს სხვა გზა უბრალოდ აღარ არის. არაბიძის განცხადებით, ყველა დაანონსებული მსხვილი პროექტი გაჩერებულია იმ დროს, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას.
“ის, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მან გაააქტიუროს ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, მისაღებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ სხვა გზა ვერ ვნახეთ და სახელმწიფოს ჩარევით ვიწყებთ ამ საქმის კეთებას. ის აზრი, რომ ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები რაიმეს შეცვლის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, ასე არ არის. შესაბამისად, ძირითადი ჰიდრორესურსის ათვისებით უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განცხადება ენერგოპროექტებში ჩართვაზე ეკონომიკურად არ არის მომგებიანი, სხვა გზა არ გვაქვს. ამიტომ მე როგორც ენერგეტიკოსი ვამბობ, თუ გინდათ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანეთ ეშმაკი და იმას ააშენებინეთ ენერგეტიკული ობიექტები, ვინაიდან ეს სჭირდება ქვეყანას", - აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ