მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ იმუნიზაცია იქნება ნაწილობრივი, პანდემიას ვერ დავასრულებთ" - სოფო ბალავაძე

607db9c838109
თამთა ჯიჯავაძე
19.04.21 23:00
927
თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, გაგრძელდება მუტაციაც, შესამაბისად გამოჩნდება ახალი შტამები, აცრა არის ერთადერთი საშუალება რომ დავასრულოთ პანდემია, - ამის შესახებ Beeline-ის (VEON Georgia) PR-დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის შესახებ Forbes Health-ის კამპანიას უერთდება.

„ეს ვირუსი მუტაციას განიცდის, ამიტომაც მანამ ვიდრე ის იქნება ადამიანებისთვის ნაცნობი ვირუსი, პანდემია გაგრძელდება. ამას შეიძლება დასჭირდეს 3-4 წელიც. ამიტომ თუ გვინდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომ დავასრულოთ პანდემია.

იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაცია იქნება ნაწილობრივი ან არამოცვადი, ჩვენ პანდემიას ვერ დავასრულებთ. ასეთ შემთხვევაში იქნება ვირუსის გადაცემა, ადამიანები კვლავ დაავადდებიან... აუცილებელია ამ გადაცემის გაწყვეტა. პანდემიის დაუსრულებლობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაღარიბდება და ჩამორჩება ეკონომიკურად“, - აღნიშნა ბალავაძემ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.