უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Prospect-ის დამფუძნებელის გუგა კობახიძის თქმით, ბინების გაყიდვების მაჩვენებლები თბილისში გასული წლის ანალოლოგიური პერიოდის მაჩვენებელს უახლოვდება. თუმცა კონკრეტული სეგმენტების მიხედვით, წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიუჯეტურ ბინებზეა.
„საქმიანი დილის“ ეთერში კობახიძემ ლარის კურსის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი კურსის დასტაბილურება დროულად ვერ მოხერხდება, გაყიდვების რაოდენობა მნიშველოვნად შემცირდება.
„10 პროექტს ვმართავთ საქართველოს მასშტაბით და სიტუაცია რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. თბლისის ბაზარი მნიშვნელოვნად გამოცოცხლებულია და რაოდენობრივად ძალიან მალე დაუბრუნდება წინა წლის მონაცემებს, რასაც ვერ ვიტყვით ტურისტულად მიმზიდველ სხვა რეგიონებზე. ფასების მხრივაც განსხვავებული ვითარებაა, საშუალოდ კრიზისმა უძრავ ქონებაზე ფასები 10%-მდე შეამცირა.
ვვარაუდობთ, რომ ზრდის ტენდნეცია წლის ბოლომდე გაგრძელდება თუ რა თქმა უნდა ლარის კურსი დასტაბილურდება. გაყიდვებს ხელს უშლის კურსის ცვალებადობა, ამ დროს მომხმარებლები პაუზდებიან და როდესაც რაღაც ნიშნულზე დასრტაბილურდება კურსი, შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, რაც უფრო მალე გვექნება ახალი სტაბილური კურსი, მითურო კარგად აისახება ეს გაყიდვებზე და პირიქით.
რაც შეეხება ფასების ზრდას ლარის გაუფასურების გამო, ეს იმაზეა დამოკიდებული მშენებლობის რა ეტაპზე არიან კომპანიები. იმის გამო დიდი ნაწილი მასალების იმპორტირებულია, ცხადია კურსთაშორისი სხვაობა აძვირებს პროდუქციას. როცა პროექტი დასრულებისკენ მიდის მარტივია ფასების შენარჩუნება. თუმცა თუ ესეთი ტენდნეცია გაგრძელდება, მაშინ ლოგიკურად ფასები ზევით უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა, რომ ზრდა რთული იქნება ვინაიდან დღევანდელ მოცემულობაში ფასების ზრდის მოლოდინი არ არის.“ - განაცხადა კობახიძემ.
Prospect-ის დამფუძნებელი გუგა კობახიძე "საქმიან დილაში":
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ