სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნინა კობახიძის აზრით, მედიკამენტებზე ფასის კლებისთვის პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე კონტროლის დაწესებაა მნიშვნელოვანი. „ვგულისხმობ ოჯახის ექიმების კონტროლს, ხომ არ უნიშნავენ პაციენტს ერთი და იგივე შემადგენლობის რამდენიმე მედიკამენტს“, - თქვა მან BMG-სთან და იქვე დასძინა, რომ მსგავსი კონტროლის პირობებში, მედიკამენტებისთვის კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული დანახარჯი სახელმწიფოსთან შედარებით დაბალია.
“ჩემი აზრით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის შედეგად, რომლის პირველადი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ყველაფერი, რომ მედიკამენტების ფასებზე 100%-იანი ნამატი არ არის. ზოგადად, პოლიფარმაციას მსოფლიოში ვერავინ ერევა. თუ მართლა გვინდა, რომ წამლებზე ფასი შემცირდეს, რეფორმები უნდა გატარდეს, რაც გულისხმობს პაციენტების ისტორიის მართვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რათა შეფასდეს ამ პაციენტს ახალი მედიკამენტები უნდა დაენიშნოს თუ - არა. სპეციალისტების შემთხვევაში მონიტორინგის სისტემა უნდა ამოქმედდეს. სადაზღვევო ინდუსტრიასა და საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯებს შორის, დაახლოებით, 35%-იანი სხვაობაა ანუ თუ სახელმწიფო ხარჯავს ბევრად უფრო მეტს მედიკამენტების ანაზღაურებაზე ან ჯიბიდან გადახდები უფრო მაღალია, სადაზღვევო ინდუსტრია კონტროლის მართვისა და სწორად დანიშნული მედიკამენტების ფონზე 30%-იან დანაზოგს აკეთებს”, - აცხადებს ნინა კობახიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ