მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება"

5f915e7428b25
ინგა მურუსიძე
22.10.20 14:26
759
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, ამის შესახებ დღეს ეპიდემილოგებთან ჰქონდა საუბარი.

„გლობალური პანდემიის წინაღმდეგ ვერავინ იმაზე კარგი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვაა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ერთმანეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის, ისე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

22 ოქტომბრის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 22803
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 9401
მათ შორის გარდაცვლილი - 178
კარანტინის რეჟიმში - 4408
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41