მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ორი კაცი გეუბნება, რომ ჩაიდანი ხარ, წყალი უნდა აადუღოო“ - ლაშა პაპაშვილი

60faefd1ebbbd
თელარა გელანტია
25.07.21 19:30
2258
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცედურებზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ღირებულებების მქონე მოსამართლეებს ავირჩევთ. ამის შესახებ BAG-ის ვიცე-პრეზიდენტმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვამ - მაშინ როცა საქართველოს მთავარი საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, რატომ ჯიუტობს და არ იზიარებს მმართველი პარტია მათ რეკომენდაციებს, ლაშა პაპაშვილს ერთი გამოთქმა გაახსენა.

„არ ვიცი <ხელისუფლება რატომ ჯიუტობს>... ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გამოთქმა - „თუ ორი კაცი გეუბნება, რომ ჩაიდანი ხარ, წყალი უნდა აადუღოო“... მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ღრმად არ ვუყურებ, მაგრამ ჩემთვის ეს არაა შველა. ვთქვათ, ახლა გაჩერდა ხელისუფლება, მერე რა? მერე მოვა მეორე ძალა და ის სხვანაირად დანიშნავს მოსამართლეებს. ხომ გვყავდა ეს ძალები - ზვიად გამსახურდიათი დაწყებული და სულ კატაკლიზმები გვქონდა. ძალები არ მუშაობენ. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ უფრო მაღალ ღირებულებებზე უნდა ვიზრუნოთ... ზოგადად, საზოგადოება უნდა მოემზადოს ამისთვის. დავწყნარდეთ და მშვიდად წავიდეთ წინ. პარლამენტში უკვე სხვადასხვა პარტია შევიდა. ალბათ შემდეგი არჩვენების შემდეგ მეტი პლურალიზმი გვექნება და იქ გადავიტანოთ ყველა თემაზე მსჯელობა...“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ ვიდრე საზოგადოება პოლარიზებულია, „მოსამართლეებს ყველაფრის უფლება აქვთ“.

„როცა საზოგადოება გახლეჩილია, მოსამართლეს თუ პოლიციელს ყველაფრის კეთების უფლება აქვს, ხოლო როცა ერთნი ვართ, ეშინია და გადაცდომას ვერ ჩაიდენს, რადგან საზოგადოება თვალებში უყურებს და აბა, მიიღოს რამე უკანონო გადაწყვეტილება... ახლა კი ხან ერთ მხარეს მიეტმასნება, ხან - მეორეს და ასე იქნება. მე გადარჩენის ფორმულას გეუბნებით“, - ამბობს ბიზნესმენი.