მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ "სითი პარკთან" გაწყდა ხელშეკრულება, რატომ არ დგამს იგივე ნაბიჯს მერია თბილისის მიკროავტობუსთან?"

5df1047a1343d
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.19 20:37
1095
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აკრიტიკებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ნაცვლად შეიძინოს 300 ახალი ავტობუსი დედაქალაქის ბიუჯეტიდან. მესხიშვილის თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული კერძო კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

“რატომ გადაწყვიტა(მერიამ), რომ 30 მილიონი ლარი აიღოს და დახარჯოს იმაში, რაშიც არცერთი განვითარებული ქვეყნის არცერთი ქალაქის მუნიციპალიტეტი ფულს არ ხარჯავს.

რა შუაშია 30 მილიონის დახარჯვა “მარშუტკებში” იმ მოტივით, რომ თურმე თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას უჭირს? ეს ჩემი და თქვენი ვალდებულება რატომ არის, რომ 30 მილიონი ლარი ჩვენი გადასახადებიდან პრაქტიკულად კომპანიას გადავუხადოთ?

ამ ქალაქში არსებობს ხელშეკრულების გაწყვეტის პრაქტიკა "სითი პარკთან", თუ მათთან გაწყდა ხელშეკრულება თან ნაკლები საფუძვლით, ახლა როდესაც “თბილისის მიკროავტობუსი” ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას, რატომ არ დგას ეს საკითხი დღეს?

რატომ გადაწყდა, რომ თბილისის მერიას აქვს 30 მილიონი ლარი, რომელიც უნდა დახარჯოს მიკროავტობუსებში?”,- აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კიდევ სხვა კითხვები, მაგალითად რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ვერ გამოისყიდის ბიუჯეტის ფულით შესყიდულ მიკროავტობუსებს?

“მივიღებთ შედეგს, რომ ეს მიკროავტობუსები დარჩება თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე, ყოველდღე მოუწევს ხარჯების გაღება მერიას ექსპლუატაციისთვის, რადგან თითოეული მიკროავტობუსის ფუნქციონირება ხარჯია და თუ ტარიფის გაზრდა არ უნდა, მაშინ თავად უნდა მოახდინოს სუბსიდირება. მთლიანად მახინჯია ეს სისტემა”,- აცხადებს დავით მესხიშვილი.