ლარის კურსის მორიგი შოკის (30%–იანი გაუფასურება) შემთხვევაში, მაღალია, ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. აუდიტის სამსახურის ანგარიში ბიუჯეტის მეორე წარდგენის დოკუმენტს ეხება, რომლითაც მთავრობა 2021 წელს სახელმწიფო ვალს 3.6 მილიარდი ლარით ზრდიდა, თუმცა, უკვე გამოქვეყნდა ბიუჯეტის მესამე წარდგენის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 2021 წელს 5.27 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღება არის დაგეგმილი.
Galt&Taggart ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე განმარტავს, რატომ მოხვდა აუდიტის ანგარიშში ლარის 30%–იანი გაუფასურება. მისი თქმით, ვალის მდგრადობის ანალიზი ყოველთვის ითვალისწინებს კურსის მაქსიმალურ გაუფასურებას და ეს მაქსიმუმი ლარის კურსის 30%–იანი ცვლილებაა.
"სწორედ ამის მიხედვით ითვლიან, როგორი იქნება ვალის დინამიკა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ეს ანალიზი გაკეთებული აქვს მთავრობასაც და დაშვებულია, რომ თუ ლარის კურსი 30%–ით გაუფასურდა, ვალის დონე მშპ–ს მიმართ 75%-მდე ავა 2021 წელს და საშუალოვადიან პერიოდში. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, თუ ამ სურათს გავყვებით, 2030 წლისთვისაც ვალის დონე 50%-ზე მაღლა რჩება.
ლარის კურსი ვალის მდგრადობის ანალიზში ერთ-ერთი შოკია, არის კიდევ სხვა შოკები, როგორიც არის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, ასევე რეალური საპროცენტო განაკვეთი...ყველა ამ შოკის გათვალისწინებით, 2025 წლამდე ვალისა და მშპ–ის მიმართების 60%–იან ნიშნულს ვარღვევთ, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია ფისკალური რისკები და ფისკალური რისკების ზრდა მთავრობისთვის საშუალოვადიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება", - განაცხადა ქავთარაძემ.
ქავთარაძის თქმითვე, კანონმდებლობა მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ მსგავსი კრიზისების გამო ის ნიშნულები დაარღვიოს, რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტით არის დადგენილი, თუმცა, ეს მაჩვენებლები შემდგომში 3 წლის ვადაში ძველ ნიშნულებს უნდა დაუბრუნდეს. ქავთარაძე ამბობს, რომ კითხვები სწორედ ამ მიმართულებით ისმის, რამდენად შეძლებს საქართველო "ეკონომიკური თავისუფლების აქტით" დაწესებულ ზღვრებს 3 წელში დაუბრუნდეს.
"როდესაც მთავრობის ვალი დადგენილ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და შემდგომ მისი შემცირება არ ხდება, რისკების და უნდობლობის ფაქტორი ჩნდება. ეს საყურადღებოა ჩვენი საგარეო პარტნირების მხრიდან. თუ ვალის დონე 60%-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს შესაძლოა საგარეო პარტნიორებისგან შემდგომი კითხვა გაჩნდეს - შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა საქართველოს მთავრობა საგარეო ვალდებულებების გასტუმრებაზე უარს იტყვის?” - განაცხადა ქავთარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის