დღეს მთავრობამ "გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 2030" წარადგინა, 10-წლიან გეგმაში წერია, რომ მომდევნო წლებში მთავრობის და კერძო სექტორის მიერ დარგში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 7 მლრდ ლარი იქნება. პრეზენტაციას ხელისუფლების წევრებთან ერთად კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"აგროქიზიყის“ დამფუძნებელი, ფერმერი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ცოდნის დონის გაზრდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში.
„თუ ჩვენ არ გამოვზარდეთ კადრები, ვერანაირი მილიარდები ვერ შეასრულებს ვერანაირ გეგმას. ტენდენციას, რომ სოფლის მეურნეობაში მიიმართოს ბევრი ფული, უნდა დაემატოს ისიც, რომ ფერმერები დაინტერესდნენ ახალი ტექნოლოგიების ათვისებით და ქვეყანაში სპეციალისტების გამოზრდით. სხვა შემთხვევაში ვერანაირი მილიონები ვერ შეასრულებს ამ გეგმას, თუ სპეციალისტები არ გვეყოლება. ჩვენ, რამდენიმე ასოციაციას გვქონდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და გავაცანით ჩვენი შეხედულებები.
ერთი შეხედვით ძალიან ბევრი მიმართულება ახსენა მინისტრმა, უბრალოდ ამ ყველაფერში მთავარია, მიწები გასხვისდეს და ქვეყანაში გვყავდეს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ადამიანები.
შეიძლება 10-წლიანი გეგმა განხორციელდეს ბოლო 5 წელიწადში და პირველი 5 წელი მოხმარდეს იმას, რომ კადრები გამოზარდო ქვეყანაში. რეალურად, პირველი წლებია რთული, სანამ ადამიანები, ვისაც სოფლის მეურნეობა მართლა აინტერესებს, ჩაერთვებიან დარგში", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი