19.სექტემბერი .2020 14:54

"თუ სუპერმარკეტთან ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდი, ტყვეობაში უნდა იყო და ხარკით დაგბეგროს"

views 417
უკან

“პროდუქციის ფასს ზრდის ის, რომ სავაჭრო ქსელებში შეღწევადობის ღირებულება იზრდება”- ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია GEORGIAN BAKERS-ის დამფუძნებელმა მიხეილ ფარულავამ განუცხადა. როგორც ფარულავა ამბობს, სწორედ ამ მიზეზით დღეს მის კომპანია ორ სავაჭრო ქსელთან დავაშია. როგორც მწარმოებელი ამბობს, სავაჭრო ქსელები მიმწოდებლებთან კონტრაქტებს იმგვარი პირობებით დებენ, რომ რთულია ბიზნესის განვითარებაზე იფიქრო.

“დღეს დადგა ბაზარზე ის მდგომარეობა, როცა დომინანტი პოზიციები უჭირავთ რამდენიმე სავაჭრო ქსელს, შესაბამისად, ფასების გაზრდა რომ მოაქვთ სავაჭრო ქსელებს არგუმენტად, თითქოს კანონპროექტი (რომელმაც სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს) მომხმარებელს დააზარალებს, არ არის სწორი. პირველ რიგში ფასს ზრდის ის, რომ იზრდება სავაჭრო ქსელებში შეღწევადობის ღირებულება. მცირე მიმწოდებლები ვეღარ ახერხებენ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობას.

ჩვენს შემთხვევაშიც ახლა ერთი სასამართლო პროცესი მზადების რეჟიმშია, მეორე კი მიმდინარეობს. აქ საუბარი არ არის საწყისს ეტაპზე ურთიერთობის აწყობაზე, უკვე არსებულ ურთიერთობაშიც, როდესაც ველოდებით კონკრეტულ რიცხვში, რაღაც თანხის გადახდას უბრალოდ მოდის სიურპრიზი, ელექტრონული შეტყობინების სახით, სადაც გეუბნებიან, რომ შენთვის გადასახდელი თანხიდან, რომლითაც ნედლეული უნდა ვიყიდოთ, ჩვენ ადგილობრივმა მწარმოებლებმა, თურმე გაიქვითა არარსებული ხელშეკრულების პირობების გამო, რომელიც დადებული იყო 2 წლის წინ.

სასაცილო კონტრაქტებია, თუ კომპანიასთან ახალ პირობებზე ვერ შეთანხმედები უნდა იყო ტყვეობაში და ყოველდღე ხარკით უნდა დაგბეგროს, ასეთ პირობებში არც წარმოება ვითარდება და არც ნორმალური ეკონომიკური სიტუცია იქმნება”-ამბობს მიხეილ ფარულავა.

ის, რაზეც ბიზნესის წარმომადგენელი საუბრობს შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. საუბარია სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, რომელთან დაკავშირებითაც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.

კანონპროექტის შეფასებისას “რითეილ ასოციაციის” გამგეობის თავჯდომარემ მირანდა მანჯგალაძემ, განაცხადა, რომ მომხმარებელი ნებისმიერი რეგულაციის შემოღებით გაძვირებულ ფასს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა