უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა, რადგან უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზრისთვის მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2022 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ხორბლის 2021 წლის მოსავლიდან ექსპორტისთვის ჯამურად 24 მილიონი ტონა იყო განკუთვნილი, თუმცა უკრაინის უდიდესი პორტების – მარიუპოლისა და ოდესის ბლოკირებისა და მოგვიანებით უკრაინის მთავრობის მიერ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების გამო, ეს რიცხვი 20 მილიონ ტონამდე შემცირდა. რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო და სად არის ამ პროცესში საქართველო? ამ საკითხზე გადაცემა „საქმის კურსში“ Kudos Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ალექსანდრე მარგიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ბედი ამ კუთხით იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება დასავლეთში.
„რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 200 მლრდ დოლარი გამოყო. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად აღიქმება, მეტწილად რაც მოხდება დასავლეთში, ის ბუნებრივად ჩვენთანაც განმეორდება. მეორე მხრივ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ თუ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით გარკვეული ჩავარდნები გვექნება, ევროპის და ამერიკის იმედი შეიძლება გვქონდეს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ამ კუთხით საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთოს, ალექსანდრე მარგიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია წყაროების დივერსიფიცირება და მიწოდების არხების განვითარება.
„პირველ რიგში მნიშვნელოვაია წყაროების დივერსიფიცირება, ჩვენ რუსეთზე არაადეკვატურად ვართ დამოკიდებული. ამიტომაც საიმპორტო ქვეყნებიდან რუსეთის ამოვარდნა ჩვენთვის სერიოზული თავის ტკივილია. ეს ფასების ზრდას იწვევს. ამიტომაც ეს დისპოზიცია უნდა შეიცვალოს. ეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მიუღებელია. არ არის მიზანშეწონილი ერთ წყაროზე, მით უმეტეს პოლიტიკურად ანგაჟირებულზე იყო დამოკიდებული.
მეორე - საკუთარი წყაროების და მოწოდების არხების განვითარება. ვგულისხმობ კერძო სექტორს, რათა მან ისევე როგორც სხვა ქვეყნებში მოხდა, გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა. მათთვისაც უკეთესია რომ მათ ჰქონდეთ მიწოდების სხვადასხვა წყარო. მნიშვნელოვანია ასევე საკუთარი წარმოების გაზრდა. საქართველოში დიდი მიწის ნაკვეთები გამოუყენებელია, შეგვიძლია ერთობლივი დიდი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა Kudos Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.
რა გეგმას სთავაზობენ მეხორბლეები მთავრობას დარგის გადარჩენისთვის?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება