მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ტურისტს 21:00 საათზე გასვლის საშუალება არ ექნება, აქ ჩამოსვლის ინტერესიც არ ექნება"

609e81f323046
ინგა მურუსიძე
14.05.21 19:00
665
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, დღეს ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე ითქვა, რომ ვაქცინაციის ტემპი გაუმჯობესდა და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე კვირაში შეზღუდვების შემსუბუქება გახდება შესაძლებელი.

"ვაქცინაციის ტემპი კარგად მიდის და თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში შესაძლებელი იქნება იმ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ქვეყანაში არის დაწესებული. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად გაიხსნას ქვეყანა და შემსუბუქდეს რეგულაციები. თუმცა, სახელმწიფო პრევენციას აკეთებს, რომ რეგულაციების შემსუბუქება ნელ-ნელა განახორციელოს, რათა ეპიდსიტუაცია არ გართულდეს", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისი ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სექტორმა ითხოვა, რომ რეგულაციების შემსუბუქება დროში ისე მოხდეს, რომ სეზონი არ ჩავარდეს.

"მნიშვნელოვანია შეზღუდვების მოხსნა. თუ ტურისტს 21:00 საათზე თუ შაბათ-კვირას რესტორანში შესვლის საშუალება არ ექნება, ამ ქვეყანაში ჩამოსვლის ინტერესიც არ ექნება. ვფიქრობ, რომ თუ გვინდა მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვიდნენ, უფრო სწრაფად უნდა მოხდეს რეგულაციების შემცირება", - აღნიშნა მან.