მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ვინმეს უნდა რომ ქუთაისი მოკვდეს, როგორც ქალაქი, მაშინ დაკეტონ აეროპორტის ბაზა"

5f0f39e91a667
თამთა ჯიჯავაძე
15.07.20 23:00
1267
თუ ვინმეს უნდა რომ ქუთაისი მოკვდეს, როგორც ქალაქი და პერსპექტივაში მომავალი თაობების არსებობის სივრცე, მაშინ უნდა დაკეტოს ქუთაისის ბაზა, თუ ეს არ აქვთ გეგმაში, მაშინ გახსნან, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს გამართულ აქციაზე ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, აქციის - “გადავარჩინოთ ტურიზმი” მონაწილეები პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

"ქუთაისიდან ჩამოვედით იმისთვის, რომ ხმა მიგვეწვდინა იმ რეგიონიდან და ქალაქიდან, რომლისთვისაც Wizz Air-ის ფრენებს და ბაზას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, და რომლის ტურისტული ინდუსტრიის 95% დამოკიდებული არის კონკრეტულად ამ ერთი ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე. თქვენ წარმოიდგინეთ 30–დან 40 მიმართულებამდე პირდაპირი რეისი ხორციელდებოდა ქუთაისიდან და ეს იყო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა რომ საქართველოში, მათ შორის იმერეთში ტურიზმმა თავი გადაირჩინოს", – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ქუთაისის აეროპორტი მცირედით მაინც განაახლებს მუშაობას, როგორც ეს პანდემიამდე პერიოდში იყო, ეს იქნება საქართველოს და ქუთაისის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი.