18.მაისი .2020 12:42

"თუ ხსნიან სამშენებლო მოლებს, რატომაა სამშენებლო ბაზრობა დაკეტილი?!" - ელიავას ადმინისტრაცია

views 617
უკან

სამშენებლო სექტორის და სამშენებლო მოლების გახსნის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო ბაზრობა დაკეტილია. როგორც bm.ge-ის ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა, ისინი ბაზრობის გახსნას დღეს ელოდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, ბაზრობის გახსნის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

ამასთან, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩანიშნულია შეხვედრა ბაზრობის რამდენიმე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, სადაც სავარაუდოდ, სწორედ ბაზრობების გახსნაზე იქნება საუბარი.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ალოგიკური. გაიხსნა სამშენებლო ჰიპერმარკეტები, მოლები, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი ალბათობაა და რისკია და სამშენებლო ბაზრობა, როგორიც არის "ელიავას ბაზრობა", ჯერჯერობით, არის დაკეტილი, სადაც ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია, რადგან აქ არის მცირე და საშუალო მაღაზიების კრებული, რომელიც გამოდის ფაქტობრივად, შიდა ეზოებზე, შიდა ქუჩებზე და ალოგიკურად მიმაჩნია, თუ სამშენებლო სექტორი იხსნება, ხსნიან სამშენებლო მოლებს, რატომ არის სამშენებლო ბაზრობა დაკეტილი?!“ - აცხადებს თეა ანდრიაძე.

მისი თქმით, ბაზრობაზე 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული - ისინი დახურვის პირობებში შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

"მოვაჭრეებიც ძალიან აღშფოთებულები არიან... რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი იყო, დღეს იგეგემებოდა ჩვენი ბაზრობის გახსნა, თუმცა დღის ბოლომდე კიდევ არის დრო. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ახლა, რაც ხდება არის სრულიად ალოგიკური. ელიავაზე ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ხომ არ ვაჭრობენ, აქ ხომ იგივე მასალით ვაჭრობენ, რითაც "ბრიკორამაში", "გორგიაში"... ღია სივრცეა და ვერ გავიგე რაშია პრობლემა. ვნახოთ, რას იტყვიან... სადაც მეტი რისკი იყო, ყველაფერი გახსნეს და სადაც ნაკლები რისკია, ჯერჯერობით, დაკეტილია", - აცხადებს ანდრიაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა