13.აგვისტო .2021 13:28

"თუკი აცრაზე უარს გეტყვიან ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის"

"თუკი აცრაზე უარს გეტყვიან ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის"
views 7413
უკან

NCDC-ის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ამცრელი ექიმის უარის შემთხვევაში, მოსთხოვონ წერილობითი განმარტება თუ რატომ ეუბნებიან მათ უარს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც უარის დაფიქსირება მოხდება, რეგულირების სააგენტოს შეეძლება შეაფასოს რამდენად საფუძვლიანი იყო მოქალაქისთვის უარის თქმა.

“თუ ვაქცინას არ უწერია უკუჩვენება ინსტრუქციაში, ის ყველა დანარჩენი ადამიანისათვის არის აბსოლუტურად მისაღები. ჩაწეროს ექიმმა პირდაპირ რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით და დამერწმუნეთ რომ შემდეგ ამას ექიმები აღარ იტყვიან, რადგან ამით თავიანთ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ რომ ბავშვობაში თუ ჭინჭრის ციება ჰქონდა და უარს ეუბნებიან აცრაზე.

ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე მიზეზით უარს ეტყვიან აცრაზე, იმ ექიმმა ჩაწეროს რატომ ეუბნება უარს აცრაზე, სრული უფლება აქვს პაციენტს, რომ ექიმს, რომელთანაც მივიდა აცრაზე, მოსთხოვოს რატომ ეუბნება უარს აცრაზე და ეს ჩანაწერით დააფიქსიროს. როდესაც იქნება ეს ჩანაწერი, უკვე შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს თუ რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა