მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი წელს ტურიზმი 2019 წლის დონის 30%-35%-ით მაინც აღდგება, ძალიან კარგი იქნება" - ანალიტიკოსი

609f9ea1ceccb
ინგა მურუსიძე
16.05.21 15:32
767
"თუ წელს 2019 წელს შემოსული ტურისტების 30%-35% შემოვიდა, ძალიან კარგი იქნება," - ამის სესახებ BM.GE-სთან საუბარში Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში პოზიტიური მოლოდინი იყო, რომ შესაძლებელი იქნებოდა 2021 წელს 2019 წლის 40-50%-ზე ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს პროგნოზი არ მართლდება.

"წელს ყველაზე კარგი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ უბრალოდ მოიქოქოს ეს სექტორი და რაღაც ღდგენა დაიწყოს, რომ შემდეგ სექტორმაც ისწავლოს ამ შეცვლილ ვითარებასთან ცხოვრება. უკვე ისეთი მოცემულობაა და წლის ისეთ პერიოდში ვართ, რომ ვერ ვისაუბრებთ, რომ წელს 2019 წლის ტურისტული ნაკადის 50-60% ჩამოვა. თუ 2019 წლის რაოდენობის 30-35% შემოვიდა ქვეყანაში, ეს უკვე ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საზღვრების საკითხსაც და თქვა, რომ ევროკავშირიდან, ან სპარსეთის ყურიდან დიდი რაოდენობის ტურისტებს სავარაუდოდ ქვეყანა ვერ მიიღებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან სახმელეთო საზღვრების გახსნა.

"წელს ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი რაოდენობით ტურისტები მივიღოთ ევროკავშირიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ა.შ. ევროკავშირის ვიზიტორს დიდი დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად და წინასწარ აქვს დაგეგმილი ყველაფერი და მეორეც, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის ბოლომდე ფიზიკურად ვერ გვექნება კარგად ვაქცინირებული ქვეყნის სტატუსი, შეიძლება ამან ასევე დიდი გავლენა იქონიოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია საჰაერო ფრენების სიხშირეც, იმ სიხშირეს ვერ დავუბრუნდებით, რაც გქვონდა პანდემიამდე 2019 წელს. აღდგენა ისეთი სწრაფი ვერ იქნება, როგორც დახურვა, ესეც მოთხოვნაზეა მიბმული და დროში გაწელილი პროცესია. დიდი და მნიშვნელოვანი მოლოდინი ამ ქვეყნებიდან არ უნდა გვქონდეს წელს. ისედაც, ჩვენს ზიიტორებში დიდ წილს ეს არ შეადგენდა", - განაცხადა სამყურაშვილმა.

ანალიტიკოსს საზღვრების გახსნაზე საუბრის მნიშვნელობაზე მაგალითად მოყავს სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი შემოდიოდა ხმელეთიდან და რამდენი საჰაერო გზით. მისი ინფორმაციით, საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების წილი იყო 75%, ხოლო სახემელეთო გზით შემოსული - 25%.

"ვხვდებით, რომ ავტომობილიანი ტურისტების წილი დიდია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელვანია, რომ გვქონდეს სახმლეთო საზღვრები ღია, თუმცა ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, თურქეთში მკაცრი ლოქდუანია. ეს მოცემულობებიც უნდა გავითვალისწინოთ. არაა აუცილებელი ყველასთან ერთდროულად გავხსნათ საზღვრები. ეპიდემიური სტატუსიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველაფერი, მაგრამ ცალსახაა, რომ მეობელი ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრების გახსნის გარეშე წარმატებულ ზაფხულის სეზონზე საუბარი ძალიან რთული იქნება. რადგან ამ ზაფხულს ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.