მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით" - „გლემფინგ აჭარა“

5f29292e37bc8
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 22:50
1560
მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედაში 1 წლის წინ 55 000 ლარის ინვესტიციით ახალი ტურისტული ობიექტი „აჭარა გლემფინგი“ ამოქმედდა.

განსხვავებული ტიპის 2 კარავი, რომელიც ბუნებაში მდებარეობს და დამსვენებელს მშვიდ დასვენებასთან ერთად საინტერესო თავგადასავლებსაც სთავაზობს ჯამში 6 ადამიანს ასაქმებს და ამ ეტაპისტვის ერთდროულად 8 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, ინვესტიციის ნაწილი 12 000 ლარი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებაა.

ის ასევე ყვება, რომ „აჭარა გლემფინგი“ დამსვენებელს ყველა სეზონზე მასპინძლობს, თუმცა ყველაზე აქტიური მათთვის მაინც ზაფხულია. მისი თქმით, აგვისტოში ტურისტული ობიექტის დატვირთვა ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე ხდება და 80%-ს შეადგენს.

„პანდემიამ გარკვეული გავლენა იქონია ჩვენზე, თუმცა მნიშვნელოვანი არა, იმიტომ რომ შიდა ტურისტები მაინც მოდიან ჩვენთან. ამ ბოლო დროს მთიან აჭარაში განტვირთვა და სასიამოვნო დროის გატარება დამსვენებლებში სულ უფრო აქტუალური ხდება, ამიტომ ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით.

რაც შეეხება სერვისებს, განთავსების გარდა დამსვენებელს ვთავაზობთ კვებას, რომელიც ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს მოიცავს, ვთავაზობთ ისტორიულ და კულტურულ ტურებს, ასევე ისეთ აქტივობებს როგორიც არის თევზაობა და ლაშქრობები.

დღეისთვის მხოლოდ 2 კარავი გვაქვს და აგვისტოს დატვირთვა 80%-ია“, - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ტურისტულ ობიექტზე ფასების მცირედით გაზრდა ლოკალური პრობლემების გამო მოუწიათ.

„დღეისთვის კარავში განთავსების ღირებუელა 2 ადამიანზე 130 ლარს შეადგენს, ხოლო 4 ადამიანზე მაქსიმუმ 170 ლარია. ფასი მცირედით 10 ლარით გაიზარდა, თუმცა ამის მიზეზი არ ყოფილა პანდემია, ეს უფრო ლოკალური პრობლემებია, როგორიც არის ის, რომ გზა არის ცუდი, სოფლებში ინფრასტრუქტურა არ ვარგა და ამან ჩვენი ხარჯები გაზარდა, რაც სტუმრების ტრანსპორტირებას გულისხმობს“, - უთრხრა BM.GE-ის ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა.

გიორგი თავართქილაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შემდეგ უცხოელი ვიზიტორების აქტივობაც იქნება.

„თუ საერთაშორისო ტურიზმი გაიხსენაბ უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომართვიანობაზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ, რადგან 2019 წელს ჩვენი მომხმარებლების 70%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ. ვფიქრობთ, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ დარჩენილი თავისუფალი დრო უცხოელების ხარჯზე შეივსება“, - აღნიშნა მან.