საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე მორიგი მოკვლევა დაასრულა.
საკითხი ეხებოდა ტურისტული კომპანია Free spirit tours-ის საჩივარს, რომლის მიხედვითაც კონკურენტმა "სფინქს თრეველმა“ კომპანიის სავაჭრო ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა.
"კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად იქნა შეფასებული საერთაშორისოდ აღიარებული და უცხო ქვეყნების სამართლის რელევანტური ნორმების შინაარსი სავაჭრო ინფორმაციასა და კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით. სააგენტომ შეადარა ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლებისა და რეკლამის მსგავსება. განთავსებულ ინფორმაციებს (მათ შორის, სავაჭრო ინფორმაციებს) შორის არსებითი მსგავსება არ დგინდება", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისად, მოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ შპს Free spirit tours-ის მიერ დასახელებული ინფორმაცია - ტურისტული პროგრამები (მარშრუტები და დროითი დაგეგმარება), სარეკლამო სტრატეგია და კლიენტთა შესახებ ინფორმაცია, მათი არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებასა და სავაჭრო ინფორმაციას. აღნიშნული პროგრამა საჯაროდ ცნობილი და ადვილად ხელმისაწვდომია, ხოლო კლიენტთა შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება დასაქმებულის გამოცდილებასა და შეძენილ უნარებს. შედეგად, ზემოთ მოყვანილი გარემოებების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლი - კეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ არ დაურღვევია.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სამი მოკვლევიდან ორი საქმე დაასრულა. ერთში დადგინდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება და ოთხ კომპანიაზე შესაბამისი სანქცია გაიცა, მეორე საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა. ამჟამად, მიმდინარე რეჟიმშია ერთი მოკლევის პროცესი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე. ასევე, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას