01.მაისი .2020 15:13

"ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო" - ნათია თურნავა

views 4160
უკან

"ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტურისტული ინდუსტრია მზად იყოს პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, განსახვებული გვერდით დგომა, რომელიც დღემდე მთლიანად ედგა გვერდში საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები კიდევ ამოიქოქება, ტურიზმში გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ვერ დაძლევს პანდემიას და შეზღუდვები შენარჩუნდება, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიურ, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას... ესენი არიან გიდები, რომლებსაც გაუჭირდათ დღეს, ტუროპერატორები და ა.შ. მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო. ტურიზმის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმევა. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა