16.სექტემბერი .2020 10:36

"ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში" - გაეროს გენმდივანი

views 141
უკან

"ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში", - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე ვიდეო-ჩართვისას განაცხადა.

„მივესალმები საქართველოს მთავრობის ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც განხორციელდა. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ახალი კულტურები, ახალი ადამიანები, ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ.

ეს არის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, რაზეც დამოკიდებულია ადამიანების ცხოვრება; გადაწყვეტილება, თუ როგორ მივცეთ მომავალი ტურიზმს, უფრო მედეგს გახდის მას“, - განაცხადა გუტიერეშმა.

საბჭოს სხდომა, რომელიც თბილისში იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა