14.ივლისი .2022 22:00

"ტურიზმი <ლარის> კურსწარმომქმნელ ფაქტორად იქცა" - ირაკლი კოვზანაძე

"ტურიზმი <ლარის> კურსწარმომქმნელ ფაქტორად იქცა" - ირაკლი კოვზანაძე
views 511
უკან

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ BMG-ის გადაცემა “რედაქტორში” ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ტურიზმი წარმოადგენს როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ლარის გაცვლითი კურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომქმნელ ფაქტორს.

“2022 წლის 5 თვეზე ეკონომიკური ზრდა არის 11%-ზე მეტი. ეს კარგი მაჩვენებლებია, მაგრამ ეს გამოწვეულია მოთხოვნის ზრდით. მოთხოვნის ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით. ხაზს ვუსვამ, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ სწორი რეფორმები გავაკეთეთ და თქვენ იცით რა რეფორმები გვაქვს გაკეთებული.

ექსპორტი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილია, ასევე ტურიზმის აღდგენაა უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, მაისის თვეში თითქმის 90%-იანი აღდგენაა, ჩვენ 6 თვეში ტურიზმიდან მივიღეთ 1.2 მილიარდის შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი იქცა ლარის კურსწარმომქმნელ ფაქტორად, გარდა ამისა არის გადმორიცხვები, ვნახეთ რომ წარმოუდგენლად გაზრდილია.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ შემოდგომაზე შემოვიდეს ბიუჯეტი, გაზრდის კუთხით და არის ვარიანტები, რომ იყოს 7% და უფრო მაღალი მაჩვენებელი. თუმცა, მე უფრო ფრთხილი ვიქნები ამ თვალსაზრისით, რადგან ეს მათი პრეროგატივაა.

რუსეთ-უკრაინის ომი არის ისეთი ფაქტორი, რის გამოც ახლა იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება 1-1.5 წლის შემდეგ, შეუძლებელია,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის ივნისში საქართველოში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა.

ცნობისთვის, 2022 წლის 5 თვეში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 11.2% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა