მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ზრდა 5-5.5% იქნება, ხოლო თუ ტურიზმის არ აღდგა - 3.6%"

6019334fc859c
ლიკა გურაბანიძე
02.02.21 20:35
847

“ჩვენი პროგნოზით, თუ ტურიზმი აღდგება, ეკონომიკური ზრდა 5-5.5% იქნება, ხოლო თუ ტურიზმი არ აღდგა 4%-ზე დაბალი, დაახლოებით 3.6%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 2021 წელს ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე მაღალი იქნება, დაახლოებით 4.5%. ბოჭორიშვილმა 2020 წლის დეკემბერში ეკონომიკის დასტაბილურებასაც გაუსვა ხაზი.

“დეკემბრის ეკონომიკურ ზრდას რომ შევხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ლოქდაუნი იყო, ის მაინც ნოემბრის დონეზეა დასტაბილურებული, ეკონომიკური ვარდნა ორჯერ დაბალი იყო აპრილსა და მაისთან შედარებით. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ცალსახად უნდა გამოვყოთ ის, რომ პირველ ლოქდაუნთან შედარებით შეზღუდვები უფრო მსუბუქი იყო, წლის ბოლოს კი ნაწილობრივი გახსნა, მაგალითად, წინასაახალწლო გაყიდვები ეკონომიკას დაეხმარა", - განმარტა ბოჭორიშვილმა.