მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის სექტორი კოლაფსის წინაშეა" - სოსო ბერიკაშვილი

5f23f6cee7d1c
ინგა მურუსიძე
31.07.20 21:20
1142
თუ რაღაც ნაწილის გახსნა არ მოხდება, ტურიზმის სექტორი კოლაფსის წინაშეა, - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მარტივი სუბსიდირებით ტურიზმის და ჰორეკას სექტორის გადარჩენა შეუძლებელია, რადგან ფუნდამენტური ფაქტორია ის, რომ სხვა ქვეყნებიდან არ შემოდიან ტურისტები და შესაბამისად არ შემოდის თანხები.

„თუ არ მოხდა რაღაც ნაწილის გახსნა, პრაქტიკულად ტურიზმის სექტორი კოლაფსის წინაშეა და არა მხოლოდ ეს სექტორი. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის 20% სფეროები დაკავშირებულია ტურიზმთან. პრაქტიკულად ზაფხულს ისე ვატარებთ, რომ მხოლოდ შიდა ტურიზმის იმედზე ვართ. შიდა და გარე ტურიზმს შორის განსხვავება ძალიან დიდია, ამიტომ ვერანაირად ვერ ჩანაცვლდება, ვერ ამოივსება ის ზიანი, რაც მოგვადგა", - განაცხადა ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, უპრიანი იქნებოდა, რომ სიფრთხილის ნორმების დაცვით გაგვეხსნა საზღვრები, და "არა მხოლოდ ფორმალურად გვეძახა, რომ მწვანე ქვეყანა ვართ, არამედ გამოგვეყენებინა ეს“.