მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის სექტორმა ბევრი გამოცდილი კადრი დაკარგა" - „კრონ პალასისა“ და „ადამოს“ მმართველი

60c59bce82237
მარიამ იზორია
13.06.21 16:04
679
სასტუმროების „კრონ პალასისა“ და „ადამოს“ მმართველი მაია მახათაძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების დიდი გაბნევა მოხდა და ის კომპანიები, რომლებიც ამ პერიოდს მომზადებულები არ შეხვდნენ ტურისტების გააქტიურებისას პერსონალის გარეშე დარჩნენ.

„პანდემიამდე დასაქმებული პერსონალი პანდემიის დროს გაიბნა, კომპანიებმა გამოცდილი კადრები ვერ შეინარჩუნეს და ეს ადამიანები სხვა სფეროებში ადაპტირდნენ, შედეგად, ტურიზმის სექტორმა დიდი რაოდენობით გამოცდილი კადრი დაკარგა და ახლა როდესაც კომპანიები მოძლიერდნენ და ამ თანამშრომლების უკან დაბრუნება მოინდომეს, ისინი უკვე სხვა სფეროებში დარჩნენ.

პერსონალის უდიდესი ნაწილი ვირუსს უფრთხოდა და 200 ლარიანი დახმარების მიღება ამჯობინა. მაშინ კიდევ არ იყო ისეთი დიდი მოთხოვნა, ახლა უკვე, როდესაც საზღვრები გაიხსნა და ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, მოთხოვნა-მიწოდება ჰაერში დაგვრჩა. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, თორემ ეს სერვისიზე ხარისხის კუთხით უარყოფითად აისახება“ - განმარტავს მახათაძე.