მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის სტრატეგია 2015-2025-ის სტრატეგიული დანართი შემუშავების ფინალურ ეტაპზეა"

61f0dc6fa0cc8
თელარა გელანტია
26.01.22 11:17
815
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015-2025-ის სტრატეგიული დანართი, რომელიც მიმართულია პოსტ-პანდემირ პერიოდში ქვეყნის ტურიზმის განვითარებასა და ახალ რეალობასთან ადაპტირებაზე, შემუშავების ფინალურ ეტაპზეა.

ამის შესახებ BM.ge-ს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წერილობით აცნობა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით, რა დრო დასჭირდება დოკუმენტისთვის საბოლოო სახის მიცემას.

„usaid ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარადჭერით, მასზე <დანართზე> მუშაობდა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი; ჩართულნი იყვნენ დაინტერესებელი მხარეები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან. დოკუმენტი მოიცავს როგორც პოსტ-კოვიდური პერიოდს, ასევე მარკეტინგის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებულ რეკომენდაციებს“, - განუცხადეს bm.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015-2025-ის სტრატეგიული დანართი „ძალიან მალე, რამდენიმე თვეში იქნებოდა მზად“.