მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმში ცვლილებების ქარი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უბერავს“ - კახა სამყურაშვილი

60c20e0ad620b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 18:15
1539
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, ტურიზმისა და ეკონომიკის აღდგენის კუთხით, „დღეს ცვლილებების ქარი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უბერავს“. ამის შესახებ მან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ რიგით მესამე ვებინარზე განაცხადა, რომელიც გლობალურად და საქართველოში ტურიზმზე COVID-19-ის გავლენას შეეხებოდა.

„გლობალურად ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით, რეალურად დღეს, არა მხოლოდ ტურიზმში, არამედ ეკონომიკაში, ცვლილებების ქარი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით უბერავს. ჯერ ის ქვეყნები აღდგებიან და ტურიზმის აღდგენა იქ დაიწყება, სადაც ვაქცინაციის კამპანია სწრაფად და კარგად მიმდინარეობს და შემდეგ ნელ-ნელა იმ ქვეყნებისკენ წამოვა, როგორიც ჩვენ ვართ“, - აღნიშნა კახა სამყურაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ავტორიტეტულ საკონსულტაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, ტურიზმის სრული აღდგენა ანუ 2019 წელს არსებულ ნიშნულებზე დაბრუნება, დაახლოებით, 2023 – 2024 წლებისთვის მოხდება.