მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია" - ელჩი

60b5cf2ee074e
ინგა მურუსიძე
01.06.21 10:26
514
"თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეპ ტაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, მოგვიანებით კი დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.

“იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიფ ერდოღანთან. ასევე გაიმართება დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები. მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემებისა, საქართველოსა და თურქეთს შორის არის ბევრი საინტერესო საკითხი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ დინამიკაშია ჩვენი კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები. მიმდინარე წელს შედგა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა და მალე გაიმართება სხვადასხვა დონის შეხვედრები. ასევე მინდა ვთქვა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა როგორც პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სხვადასხვა ორგანიზაციებში და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან”, - განაცხადა ელჩმა.