10.თებერვალი .2016 10:18

"თურქი ინვესტორები ქუთაისში ტექსტილის ქალაქის შექმნას გეგმავენ"

views 1656
უკან

საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებით 20-მდე თურქული კომპანია ინტერესდება. როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ტექსტილის მწარმოებელი კომპანიები დაინტერესებულნი არიან პროდუქცია ევროპაში "Made in Georgia"-ს დასახელებით გაიტანონ. ოსმან ჩალიშქანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თურქეთს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაურთულდა, ტექსტილის სფეროში მოქმედი თურქული კომპანიები ბიზნესების საქართველოში გადმოტანას გეგმავენ. 
 
"თურქი ინვესტორები გეგმავენ ქუთაისში ტექსტილის ქალაქი შექმნან. იქ მუშახელი საკმაოდ იაფია. საქართველო მათთვის ლოჯისტიკის თვალსაზრისითაც, საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა", - აცხადებს ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე.

როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველო თურქული კომპანიებისთვის მიმზიდველია იმითაც, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპაში გატანა მათ კვოტირების გარეშე შეუძლიათ. ინვესტორებისთვის მისაღებია ასევე მოგების გადასახადის ესტონური მოდელიც, რაზეც ახლა მიდის მუშაობა. მისი თქმით, ამით ინვესტორებს ქვეყანაში წარმოების განვითარების და მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში, ძირითადად აჭარის რეგიონში, 7 თურქული ტექსტილის კომპანიაა წარმოდგენილი. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6 800 ადამიანია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა