მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"

61f66c5b51e85
თათია კაკიაშვილი
30.01.22 15:20
28801
„თურქეთში წარმოებული მედიკამენტების ნუსხა საქართველოს მომხმარებლების და სამედიცინო სფეროს მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს“, - ამის შესახებ „ბიემჯის“ სააფთიაქო ქსელ „პე ეს პეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა განუცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნამდე, „პე ეს პე“ მომხმარებლებს რიგ წამლებს ისედაც შეღავათიან ფასად სთავაზობდა - ფორმა 100-ის და შესაბამისი მიმართვიანობის საფუძველზე. მისივე თქმით, ახლა მთავარია წამლების გაიაფება მათი მაღალი ხარისხის შენარჩუნების ფონზე მოხდეს.

„ჩვენი საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედი ყოველთვის იდგა გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე და, შესაბამისად, პრიორიტეტებში მხოლოდ ხარისხის შემდეგ დგას წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი. თურქეთში არსებულ იაფ მედიკამენტებს, რომელზეც საუბარია, ჩვენ მომხმარებელს აქამდეც იაფად ვაწვდიდით ფორმა 100-ის საფუძველზე. ამ დადგენილებით, შეიძლება ეს იყოს რაღაც სხვა რაკურსში გადატანილი, თუმცაღა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთში არსებული მწარმოებლების და მედიკამენტების ნუსხა საქართველოს მომხმარებლების და სამედიცინო სფეროს მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების თურქული ბაზარი გაიხსნა და ქართველი მომხმარებელი მალე GMP სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლებს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს.