მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TV პირველის" 217 თანამშრომლის Covid-ტესტის პასუხი უარყოფითია

5f5a84bc882c1
თამთა ჯიჯავაძე
10.09.20 23:53
1217
"TV პირველის" 217 თანამშრომლის Covid-ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას არხის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

"TV პირველის მიერ თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტესტების პასუხი ასეთია - დღეს 217 კაცს გაუკეთდა ტესტი და 217-ვე პასუხი უარყოფითია“, – წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, "TV პირველის" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც საჭირო გახდა არხის სხვა თანამშრომლებისთვისაც ჩაეტარებინათ ტესტი.