მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თვეში 12 მლნ პირბადის წარმოებას შევძლებთ" - საქართველოში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

5ecbdf797900b
ინგა მურუსიძე
25.05.20 19:40
1457
„შევძლებთ თვეში 12 მლნ პირბადის წარმოებას", - ამის შესახებ ახლადდაფუძნებული საწარმოს, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დირექტორმა დავით მიმინოშვილმა განაცხადა.

„საწარმოში, დღესდღეობით, დაახლოებით, 50 ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე ესენი იქნებიან ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. შენობა ხანგრძლივი იჯარით გვაქვს აღებული და ამისთვის მადლობა განათლების სამინისტროს; როცა გავა დაგეგმილ სიმძლავრეზე, ეს იქნება 12 მლნ პირბადის წარმოება თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში უკვე დაგვჭირდება სამი ცვლა. ახლა დავიწყეთ სატესტო რეჟიმი, პროდუქციის გამოშვება, ჯერჯერობით, ერთი ცვლა მუშაობს. ვფიქრობთ, სულ მალე გავაჯერებთ ქართულ ბაზარს, დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ ვიზრუნებთ ექსპორტზე. მოგეხსენებათ, მსოფლიოში მოთხოვნა დიდია, მაგრამ პირველი იქნება მეზობელი ქვეყნები - სომხეთი და აზერბაიჯანი. მომავალი კვირიდან დავიწყებთ შეთავაზებებს“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ საწარმოს საექსპორტო პოტენციალი მაღალი აქვს და ასევე, შესაძლებლობა ექნება, პირბადეების მსგავსი პროდუქცია დაამზადონ, მათ შორის ხალათები.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 2 მლნ დოლარია. გარდა ამისა, ვგეგმავთ კიდევ ერთი აპარატის ყიდვას, რაც საჭიროა n95 პირბადის წარმოებისთვის. ვფიქრობთ, დავიწყებთ სხვა მონათესავე პროდუქციის წარმოებასაც, მათ შორის ხალათების. საინვესტიციო თანხები კიდევ გაიზრდება. პროექტი განხორციელებულია „თიბისი ბანკის“ ფინანსირებით“, - აღნიშნა მან.