მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Twitter-ით მსოფლიოში ტყუილები ვრცელდება, რედაქტორები აღარ ჰყავთ" - ბაიდენი

63665f32a80a9
გიორგი თოლორდავა
05.11.22 21:00
605
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მასკმა თანამშრომლების განთავისუფლება დაიწყო, Twitter-ს კი რედაქტორები და კონტენტის მოდერატორები აღარ ჰყავს.

"ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელი ეყიდა, ახლა კი ამ ქსელით მსოფლიოს მასშტაბით ტყუილები ვრცელდება. ამერიკაში რედაქტორები აღარ არიან. როგორ წარმოგიდგენიათ, ბავშვები როგორ შეძლებენ იმის გაგებას თუ რა დევს სასწორზე?", - განაცხადა ბაიდენმა საქველმოქმედო ღონისძიებაზე.

თეთრი სახლის განმარტებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიზანი სოციალური პლატფორმებსა და მედიაში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენამდე მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელის ალგორითმის შეცვლა, ცენზურის პრაქტიკულად გაუქმება და კონტენტის მოდერაციის მინიმუმამდე დაყვანა სურდა, რათა Twitter-ი ჭეშმარიტად თავისუფალ პლატფორმად ქცეულიყო, სადაც გამოხატვის თავისუფლება სრულად იქნებოდა დაცული.

კომპანიის შეძენის შემდეგ, მასკმა Twitter-ის გუნდიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, მათი დიდი ნაწილი კი სწორედ კონტენტის მოდერირების მიმართულებით მუშაობდა, რამაც, ბუნებრივია, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რასაც ბაიდენის გარდა, სფეროს სხვა ექსპერტებიც აღიარებენ.