მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხევადი გაზის ღირებულება გაიზრდება" - რას იწვევს აქციზის ცვლილება?

5ee244527239e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 19:25
3496
თევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების მფლობელთა ასოციაცია პარლამენტში მიმდინარე თხევადი გაზის აქციზის გადასახადის გაზრდის დაჩქარებული წესით განხილვას ეხმიანება.

ასოციაციაში განმარტავენ, თხევად გაზზე აქციზის გადასახადის 150 ლარით გაზრდა და მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის ღირებულების მატება სარეალიზაციო ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც მომხმარებელზე აისახება.

„ჩვენი კავშირის წუხილი მდგომარეობს შემდეგში: სხვადასხვა წყარო ცდილობს დაუმტკიცოს პარლამენტს, რომ თხევადი გაზის აქციზი უნდა გაიზარდოს კიდევ დამატებით 150 ლარით და გახდეს ჯამში 450 ლარი, რაც ჩვენთვის არის კატასტროფული, რადგან ამ პოსტკრიზისულ პერიოდში, ისედაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება თხევადი გაზის ფასი ძირითად მომწოდებელ ქვეყანაში-რუსეთში და ამაზე ახალი აქციზის დამატებით მოხდება თხევადი გაზის 1 ლიტრის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირება (მხოლოდ აქციზის ხარჯზე აქციზი 150 ლარი პლიუს წარმოქმნილი დღგ 27 ლარი ჯამში 177 ლარი, 1 ტონა თხევადი გაზი არის დანაკარგების გათვალისწინებით საშუალოდ 1850 ლიტრი, შესაბამისად 177/1850 მივიღებთ საბოლოო მომხმარებლებისთვის თვითღირებულებაში დამატებით გადასახდელ 10 თეთრს), რაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ დამღუპველი იქნება მსოფლიო არენაზე ერთ-ერთ მოწინავე და ეკოლოგიურად სუფთა საწვავისთვის, რადგან მასში არ არის მძიმე მინარევები და ტყვიის შემცველობა. იმისთვის, რომ სხვადასხვა ძალებს არ ჰქონდეთ აქციზით არასწორი მანიპულირებით საშუალება, გვინდა ყველასთვის გასაგები მარტივი მაგალითებით ავხსნათ ჩვენი გულის წუხილი და მოსალოდნელი სოციალური და ეკოლოგიური ფონის დამძიმების რეალური საფრთხე“, - განმარტავენ ასოციაციაში.