მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის ფასი იკლებს... ხარისხი სარეალიზაციო ბაზარზე პრობლემებს ქმნის" - "ვანი ნათსი"

623885796b4c2
მარიამ იზორია
21.03.22 19:05
995
იმერეთში მდებარე თხილის ექსპორტიორი კომპანიის “ვანი ნათსის” დამფუძნებელი მახარე ლემონჯავა bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე თხილზე მოთხოვნა შემცირებულია.

ფერმერის თქმითვე, შემცირებული მოთხოვნა თხილის სარეალიზაციო ფასზეც უარყოფითად აისახა. მთავარი პრობლემა კი პროდუქტის ხარისხში მდგომარეობს, რომელიც გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია.

“შიდა ბაზარზე განსაკუთრებული ცვილელები არ არის. თხილის ფასი კლებულობს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო მოთხოვნაა შემცირებული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თხილის ხარისხიც. ჩემი დაკვირვებით, გასულ წელთან შედარებით დაბალი ხარისხია, ეს კი სარეალიზაციო ბაზარზე პრობლემებს ქმნის. საერთაშორისო ბაზარზე შემცირებული ფასი ადგილობრივი ბაზრის შესასყიდ ღირებულებაზეც აისახება.

რაც შეეხება იმას, თუ სად გავყიდით თხილს წელს - წინასწარ ვერ ვიტყვი, თუმცა დანიის ბაზარზე ვმუშაობთ”, - ამბობს “ვანი ნათსის” დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ “ვანი ნათსი” bm.ge-ს მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. კომპანიამ 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 900 ტონა თხილის გული გაიტანა.