09.სექტემბერი .2019 12:40

"ტყუილები, რაზეც ახალმა პრემიერმა ისაუბრა" -ზურაბ ჭიაბერაშვილი გახარიას პარლამენტში გამოსვლას აფასებს

views 502
უკან

"ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "საქმიან დილაში" პარლამენტში გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ჭიაბერშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ახალი მეთაურის მიერ წარმოდგენილი მონაცემები დასაქმებულებისა და შემოსავლების შესახებ ტყული იყო.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ეკონომიკური მიმართულებები არაპრიორიტეტულია და მთავარი აქცენტი მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა.

„მთავარი კერძი, რაც ივანიშვილმა შემოგვთავაზა არის ის, რომ ე.წ. სამხედრო კომისარიატი ჩამოაყალიბა გახარია-ღარიბაშვილი-გომელაური სახით და ამ ფორმით ემზადება არჩევნებისთის. აქ ნათლად ჩანს, რომ მათთვის ეკონომიკა მეათეხარისხოვანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში არიან, საშველი არ იქნება.

რამდენიმე ტყუილზე გავაკეთებ აქცენტს, რაზეც გახარიამ ტრიბუნიდან ისაუბრა. პირველი ეს ეხება უმუშევრობას. თუ ავიღებთ 2019 წლის მეორე კვარტალის მონაცმეებს, 12%-ზე უმუშევრობა უჭირავთ იმის ხარჯზე, რომ სამუშაო ძალა იკლებს და ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანებმა დაკარგეს პერსპექტივის განცდა.

ისინი ან ტოვებენ ქვეყანას ან სამსახურს უბრალოდ აღარ ეძებენ. თორემ თუ შევხედავთ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, 16 900 ადამიანით არის შემცირებული.

თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადასულთა რაოდენობა იზრდება იმის ხარჯზე, რომ ვიღაცა სოფელში წავიდა და თოხი აიღო, სინამდვილეში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა.

ასევე შემოსავლებზე იყო საუბარი, აქაც მაგალითად თუ ავიღებთ 2013 წელს, ერთ სულზე საშუალო ხელფასი დოლარებში 430 დოლარი გამოდიოდა, მაგრამ დღეს ეს კიდევ უფრო ნაკლებია და რაც ყველაზე მთავარია, დაქვეითთა მსყიდველუნარაინობა. მარტო წამლებზე რომ ვისაუბროთ, ანტიბიოტიკების ღირებულება 6 წელში 68%-ით არის მომატებული.

რასაც ჩვენ ვისმენდით გახარიასგან, აცდენლია იმ რელობას, რაშიც ვცხოვრობთ. აქ მთავარი გამოსავალია ბიზნეს მიეცეს განვითარების საშუალება და ეს საშუალება მიეცემა სამი რამით, ეს არის სამართლიანი სასამართლო, ნაკლები რეგულაცია და ნაკლები გადასახადი.

არასწორი ეკონომიკური ხედვა და სამართლიანი სასამართლოა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ქრონიკული შიმშლია“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა