მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უამრავი ჰესია შეჩერებული, დაახლოებით $4 მლრდ-ის ინვესტიცია და 20 ათასი სამუშაო ადგილი"

60940012202f2
ინგა მურუსიძე
06.05.21 18:40
3444
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული.

როგორც ის განმარტავს, მცირე ჰესებს ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ, რაც დიდ ჰესებს და მოსახლეობა მცირე ჰესების მშენებლობის შემთხვევაშიც ამბობს, რომ კაშხალი გასკდება და "წალეკავს ქვეყანას".

"უამრავი ჰესია შეჩერებული მსგავსი პროტესტის გამო - დაახლოებით ეს არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები რადიკალურად განსხვავდება დიდი ჰესებისგან. აქ კაშხალი არ შენდება, თუმცა პრობლემები არის იგივე, ეუბნებიან მოსახლეობას, თითქოს უნდა გაიჩეხოს ხეები, დაიტბოროს სოფლები. როცა ვცდილობთ მოსახლეობისთვის ახსნას, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის, ყურადღებას არ აქცევენ, რადგან თემა - ჰესი - არის დემონიზებული", - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა "ლოპოტაჰესი", რომელიც მხოლოდ 6 მეგავატიანია. მარგებაძის თქმით, ასოციაცია მუდმივად ცდილობს ადგილობრივებთან და ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგში შევიდეს.

"დღეს უკვე ისეთი კამპანიაა, რომ არ აინტერესებთ, ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ რამდენიანი. ყველას აპროტესტებენ, ყველას ებრძვიან. ქარის პროექტებსაც პრობლემები აქვს. დღეს რა ჰესებიც კეთდება, დაახლოებით 95% გაჩერებულია", - განაცხადა მან.