მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უამრავი პლატფორმა გვაქვს, რომლითაც ტურიზმის დარგს ინფორმაციას ვუზიარებთ"

614842bcd816d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 10:40
425
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ხარისხზე საუბრობს და ამბობს, რომ სექტორი მუდმივად ცვალებად გარემოში მაქსიმალურად ინფორმირებულია.

მედეა ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ მას ბიზნეს სუბიექტებთან პირადი შეხვედრებიც აქვს.

"ძალიან ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ ტურიზმის სფეროში რეგულაციები სექტორთან ძალიან მჭიდრო ჩართულობით შეიმუშავა - ეს ეხება როგორც სასტუმროებს, ისე კვების ობიექტებს... საკმაოდ ინტენსიურად ვხვდები მათ და გარდა შეხვედრებისა, უამრავი პლატფორმა გვაქვს, სადაც ინფორმაციას ვუზიარებთ.

ჩვენს ტურისტულ ვებგვერდზე განთავსებულია ყველანაირი ინფორმაცია, რომელი ქვეყნებიდან და ვის აქვს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, ასევე ყველა რეგულაციაა წარმოდგენილი, რომელიც სექტორს ეხება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მუდმივად განახლებული ინფორმაციის ნახვა შეუძლია.

განახლებულ ინფორმაციას სექტორს ძალიან სწრაფად ვაწვდით როგორც საიტის, ასევე E-mail-ების საშუალებით, იმდენად რამდენადაც ჩვენს ბაზაში ძალიან ბევრი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელია დარეგისტრირებული, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია მისდით“, - ამბობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელი.